"ახალი არჩევანი"- ახალი საქართველო, გირჩი და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდნენ
პოლიტიკა - 13:29, 05 Aug, 2016     1943
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ, სახელწოდებით „ახალი არჩევანი“

ლიდერების განმარტებით პოლიტიკური ბლოკი სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება: პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი.

„ჩვენ საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას ვთავაზობთ, უუნარო ხელისუფლება ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინაშეა. ამ ფონზე ჩვენ გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის. წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალების გუნდს“- განაცხადა „ახალი საქართველო“ -ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ჩვენი დაპირება იყო და დღესაც რჩება მეტი თავისუფლება, ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სიღარიბის სწრაფად დამარცხება. ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რაც ვიტვირთეთ. თანამოაზრეების გარეშე რთულია იმ გაოწვევების გამკლავება, რაც ქვეყანას აქვს. ამის გამო გადავწყვიტეთ ჩვენ გაერთიანება, დღეს ეს გამოწვევები არის ძალიან მძაფრი და ჩვენი შვილების მომავალს საფრთხეს უქმნის. ჩვენ ქვეყანაში მომრავლდნენ ჯგუფები, რომელთაც სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა დააბრუნონ წარსულში და რუსეთის წიაღში. დღევანდელი თუ წინა ხელისუფლებების შეცდომების, სწორხაზოვნების, უიღბლობის თუ სხვა ქმედებების გამო პოლიტიკური ფრთა რომელიც მეტ-ნაკლებად აერთიანებს ადამიანის თავისუფლებაზე დაფუძნებულ ღირებულებებს, არის ბოლომდე დაჩეხილი და ჩვენ გვინდა რომ ეს ფრთა გავაერთიანოთ. დღეს აუცილებელია ახალი ალტერნატიული არჩევანის გაჩენა , რომელიც გაუჩენს იმედს საქართველოს მოსახლეობას და იქნება საიმედო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის“- განაცხადა აპც „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ.

"პოლიტიკაში წარმატების საწინდარია შესაძლებლობების და რესურსების კონსოლიდაცია და მყარი იდეოლოგიური ფუნდამენტი. არაერთ ბლოკში ვყიფილვართ, მაგრამ მსგავსი თანხვედრა იდეოლგიისა, ფასეულობების დასავლეთის კუთხით, არასდროს ყოფილა მსგავსი. წლების წინანდელი გზავნილი - შუა უნდა გაიკრიფოს, იყო მცდარი გზავნილი. მრავალპარტიულობის, პლურალიზმის, დემოკრატიის ხსნა არის სწორედ შუას გაძლიერებაში. წარსულის შეფასებაში განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ მთავარია გვაქვს ერთიანი დამოკიდებულება მომავალში." - განაცხადა ბლოკის პრეზენტაციაზე "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42