საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია ტრისტან წითელაშვილის საქმეზე დამატებით განმარტებას აკეთებს. იზორიას განცხადებით, იგი პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდება დაიწყება თუ არა წითელაშვილის საქმესთან მიმართებით გამოძიება.
„პროკურატურისგან იყო წერილობითი მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ დეტალურად გადავუგზავნეთ ყველა ინფორმაცია. პროკურატურამ დაიწყო შესწავლა და თუ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს აღნიშნულ ფაქტში, მაშინ დაიწყებს გამოძიებას, ეს პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად დაველოდოთ ამ პროცესს და მივიღებთ ობიეტურ ინფორმაციას. პირველადი მონაცემებით და ასევე იმ მონაცემებით რაც გენშტაბის მიერ გაჟღერდა, იკვეთება გარკვეული რეჟიმის დარღვევა ვიდრე დანაშაული, ეს მხოლოდ ინფორმაციის დონეზე, ამ ინფორმაციას გადამოწმება და დაზუსტება სჭირდება. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები ბუნებრივია პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს“, - აცხადებს ლევან იზორია.
მასალის გამოყენების პირობები






