სტიქია ბორჯომში- საკურორტო ქალაქში ზარალის დათვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემთხვევა - 10:37, 05 Aug, 2016     4324
ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ბორჯომს სერიოზული ზიანი მიაყენა. დაიტბორა სახლები და კომერციული ობიექტები, წაიქცა ხეები, მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანდა ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. ყველაზე სერიოზული დაზიანება ბორჯომის პარკმა მიიღო, სტიქიის გამო საჭირო გახდა პარკიდან ადამიანების ევაკუაცია. სტიქიის გამო დაზიანებები მიიღო ერთმა ადამიანმა.

სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბორჯომში გუშინ საღამოს ჩავიდნენ კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მათ ადგილზე დაათვალიერეს შექმნილი ვითარება.

ჯანელიძის თქმით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც დღეს დილიდან დაიწყებს ზარალის დათვლას და განაახლებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, პრემიერმინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები.

დაიწყო სამუშაოები, ეს არის სადგერის მიმართულება, ეს არის პარკი, ეს არის წაღვერის მიმართულება. ლიკანის მიმართულებაზე პრობლემა უკვე აღარ გვაქვს. კრიტიკული ახლა რაც არის, ეს არის პარკი. უნდა გავასუფთავოთ პარკის ტერიტორია და ის დღის განმავლობაში სანახევროდ გაიხსნება,“- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.

ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 170-ზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42