ოპოზიციის ბრიფინგის შემდეგ წყნეთს ვაკის გამგებელი ეწვია - პრობლემები გრიშაშვილის ქუჩაზე
პოლიტიკა - 20:22, 04 Aug, 2016     3484
ვაკის რაიონის გამგებელი წყნეთში გრიშაშვილის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა. როგორც ადგილობრივები ,,ნიუპოსტთან“ აცხადებენ, ნოდარ ტურძელაძე მას შემდეგ მივიდა ადგილზე პრობლების გასაცნობად, რაც იქ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა. ადგილობრივების თქმით, ხელისუფლეების წარმომადგენლები თითქმის არ დაინტერესებულან იქ არსებული პრობლემებით.

თავის მხრივ გამგებელმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა. გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გამგებელს საკანალიზაციო საკითხიც შეახსენა, რომელიც წლების მოუგვარებელია.

,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის თქმით, ნოდარ ტურძელაძეს წყნეთის მცხოვრბლებმა ის სანიაღვეებიც აჩვენეს, რომელიც სრულად მოშლილია. გამგებელი, რომელიც თითქმის წელიწადია დანიშნულია, დეტალურად გაეცნო ადგილობრივ პრობლემებს. ნოდარ ტურძელაძე გრიაშვილის 43-ში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახსაც ესტუმრა და მათი პრობლემებიც მოისმინა. ოჯახის უფროსის თქმით, სტიქიის შემდეგ, ხელისუფლება დახმარებას დაპირდა, თუმცა 4 შვილის მამას, რომელიც უმუშევარია, ამ დრომე არავინ დახმარებია. ანალოგიურად მძიმე პირობები ცხოვრობს ტარიელ გულიაშვილიც, რომელმაც თავისი პრობლემების შეასხებ ასევე მოახსენა გამგებელს.

წყალდიდობის შემდეგ პრობლემა შეექმნა ნატა ჯავახიშილის საცხოვრებელსაც, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ასევე არ მიუღია დახმარება. ქალბატონმა გამგებელს პრობლემის მოგვარებს სთხოვა.

როგორც გამგებელმა შეხვედრაზე განაცხადა, წყნეთში სხვადასხვა პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. მიმდინარეობს სკვერების, გზების რეაბილიტაცია, ოქტომბერში ვაკის გამგეობის მიერ წყნეთში ახალი ბაღის მშენებლობაც დაიწყება. ამ დროისთვის თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა წყნეთში - თბილისის, არსენას, ტაბიძის და კოსტავას ქუჩებზე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს სააკაზის ქუჩაზეც. რეაბილიტაცია 2-3 დღეში დასრულდება. ასევე დაგეგმილია თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია.

აღნიშნულ ქუჩებზე სრულად მოხდა ასფალტ-ბეტონის საფარის, ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილისა და ბორდიურების რეაბილიტაცია.

ადგილობრივების კრიტიკას იმის შესახებ, რომ გამგებელი მხოლოდ ოპოზიციის ბრიფინგის შემდეგ მივიდა წყნეთის გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად, არ იზიარებენ თავად ვაკის გამგეობაში. როგორც ,,ნიუპოსტს" გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, გამგებელი ნოდარ ტურძელაძე 20 ივნისს იმყოფებოდა ადგილზე და იქ არსებული პრობლემების შესახებ თავად მოისმინა მოსახლეობისგან.

შეხვედრას წყნეთში გრიაშაშვილის ქუჩაზე 20-მდე ადგილობრივი მცხოვრები ესწრებოდა. გამგებელმა წყნეთი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებებით დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42