საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სასამართლოშივე ჰკითხავენ. ერთი საათია პროკურატურის წარმომადგენელი გიორგი პაპუაშვილთან იმყოფება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გამოკითხვა მის მიერ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე გამომძიებელმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გამოძიების ფარგლებში გიორგი პაპუაშვილის დაკითხვა უკვე მეორედ მიმდინარეობს.
„საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, ბატონ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ საკითხზე მოხდება ბატონი გიორგის გამოკითხვა დღეს. შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით ეცნობა საზოგადოებას, შემაჯამებელი შედეგების შესახებ დამატებით საჭიროების შემთხვევაში გააჟღერებს ოფიციალურ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა“, - განაცხადა ბექა კვიციანმა.
მასალის გამოყენების პირობები






