,,Jackal Stone 2016” - ქართულ-ამერიკული კონტრტერორისტული წვრთნები საქართველოში
პოლიტიკა - 17:13, 04 Aug, 2016     1611
პრემიერ-მინისტრი მიესალმება ,,Jackal Stone 2016”-ის კონტრტერორისტული წვრთნების ფარგლებში აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენლების საქართველოში ჩამოსვლას.

ორმხრივ წვრთნებში, რომელიც აგვისტოს დასაწყისში გაიმართება, გამოიყენება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ველით ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ,,Jackal Stone 2016“- ის წვრთნებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, - ,,ეს წვრთნები დაეხმარება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთობლივი უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას“.

,,Jackal Stone 2016“-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს წვრთნები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათაშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის.

საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, საქართველო ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით - თითქმის 900 ქართველი სამხედრო პირი მსახურობს ამერიკელ მებრძოლებთან და სხვა მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. გარდა ამისა, ქართველ მებრძოლთა ასეული მონაწილეობს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში.

,,წვრთნები - „Jackal Stone 2016“ კიდევ უფრო გააღრმავებს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მტკიცე პარტნიორულ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, - ,,ეს წვრთნები გააუმჯობესებს ჩვენი, როგორც პარტნიორი სახელმწიფოების, შეთანხმებულ მოქმედებებს, რათა წარმატებით გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები“.

მართალია, წვრთნები ისე დაიგეგმა, რომ ასახავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე რეალურ მოვლენებთან. წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებისა და მანევრის შესახებ გაფრთხილებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმისათვის, რომ ადგილებზე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება.

,,Jackal Stone“ არის ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია კონტრტერორისტულ ოპერაციებში მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული სამხედრო მოქმედების ხარისხის ამაღლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42