როგორც „ნიუპოსტის“ კორსპოდენტი იტყობინება, მიკროავტობუსს, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა აფხაზეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის თემურ გიცბას მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიცბმა მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მიკროავტობუსში 30-მდე რუსი ტურისტი იმყოფებიდა, მათგან უმრავლსობა 4-იდან 9 წლამდე ბავშვია.
27 დაშავებული გაგრის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, ტურისტები იმ რუსი სამხედრო პირების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ოკუპაციის ხაზზე დგანან და მათთვის აფხაზეთში სპეციალური საგზურები მოქმედებს.
ცნობილია გარდაცვლილი პირის ვინაობაც. ლესიკ არძიბმა სამხედრო პირია, რომელიც სავარუდოდ ოკუპაციის ხაზზე ე.წ. საზღვარს იცავს.
შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმეს სამხედრო პროკურატურა იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






