საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური განვითარების ფორუმს ესწრება, ღონისძიება გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა:
„ფაქტი არის, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისათვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ და სწორედ ამიტომ ჩვენ დავინტერესდით დანი როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს სწორი დახმარების შედეგად ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებთა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას,“-განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფორუმს ესწრება რამდენიმე უცხოელი პროფესორი, მათ შორის ჯონ კენედის უნივერსიტეტის პროფესორი დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი კოლუმბიის უნივერისტეტიდან.
მასალის გამოყენების პირობები






