კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო რევოლუცია - ბესელიას და ვოლსკის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 18:03, 03 Aug, 2016     1434

მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო ბრიფინგი ეკა ბესელიამ და გია ვოლსკიმ გამართეს. დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ.

"წინასწარი შეთანხმება არსებობდა როგორც ჩანს სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი დამატებული სარჩელის მოთხოვნით მომხდარიყო იმ ნორმების გაუქმება, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას. სწორედ ამიტომ იკვეთება როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელების შეცვლა. ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლილი სარჩელი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული ეს არის რუსთავი 2-ის საქმე, ე.წ. კაბელების საქმე რომელზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება. კონკრეტულად ამ კოლეგიის ორი მოსამართლის პირდაპირი კავშირის ნაციონალურ მოძრაობასთან და ძალიან ახლო კავშირი სწორედ მათ შორის ბატონ გვარამიასთან და ამაზე ბევრი საუბარი იყო.

ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმ.

"ფაქტიურად შემოსული სარჩელი წინასწარ არის გავლილი კონსულტაციები, ეკას მიერ დასახელებულ პირველ კოლეგიაში შემდეგ არის დამატებული და შესწორებული შინაარსობრივად. იკვეთება არც მეტი არც ნაკლები თანამშრომლობა მოსამართლეების სარჩელის შემომტანებთან, პოლიტიკურ ფიგურებთან, ანუ საქმიანი ურთიერთობაა და კონსპირაციური ამავე დროს. ქვეყნის სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება რასაკვირველია, არაფერი არ მოხდება. რა გეგმებიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას ვერ განხორციელდება, მაგრამ საზოგადოებამ თქვენი მეშვეობით ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ თუ რის მცდელობასთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42