ალასანიას გუნდი ხელისუფლების უმაღლეს პირებს მიმართავეს, კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები.
,,მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, რადგან ეს სცდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს და ურტყამს პირდაპირ ქვეყნის დემოკრატიულ და სახლმწიფოებრივ იმიჯს.
კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაიმორჩილა ჯერ საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით დაარღვია კონსტიტუცია და დამოუკიდებელის ნაცვლად, მივიღეთ მორჩილი სასამართლო, ახლა კონსტიტუციურ რევოლუციას უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ისევე იმორჩილებენ, როგორც დაიმორჩილეს პირველი ინსტანციის სასამართლო,"- აცხადებს ნინო გოგუაძე.
"ეს მოსამართლეები იმყოფებიან ზეწოლის, პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ეს ადამიანები კონკრეტული საკონსტიტუციო სარჩელის მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიზანმიმართულად ამბობენ უარს,"- განაცხადა სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






