საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ფუნქციონირება უნდა განაგრძოს კანონის ჩარჩოებში და მისი მოსამართლეები არავის წინაშე ვალდებულნი არ უნდა იყვნენ გარდა კონსტიტუციისა:
„მოსამართლეებს აქვთ იმისი კვალიფიკაცია, გააგრძელინ უფლებამოსილება ყოველგვარი ზეწოლების გარეშე. თუ ვინმე ახდენს ზეწოლას, ჩანს, რომ ალბათ ეს თავად პაპუაშვილია. მე ვფიქრობ, რომ ის მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ადაიქცა კონკრეტული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. მან დაკარგა სახე და გვევლინება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ვიმედოვნებ, დაიძლევა ეს პრობლემა. საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემის დანგრევა შედის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, რადგან მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ“,- განაცხადა მანანა კობახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






