საქართველოს ეკონომიკური ზრდა, განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია- სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 12:26, 03 Aug, 2016     1674
2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა 15.8 მლრდ დოლარი არათუ გაიზარდა ის, არამედ შემცირდა და 14.2 მლრდ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ისაუბრა.

„გთავაზობთ, 2016 წლის პირველი ექვსი თვის (იანვარი-ივნისი) ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური მაჩვენებლების შეჯამებას.

პირველი, ნათელია, რომ 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. 2004-2007 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2.7-ჯერ სწრაფად, ვიდრე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. 2013-2016 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 1016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.9%-ია. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის, კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან.

2012 წელთან შედარებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა. თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15.8 მლრდ დოლარი, ახლა ის 14.2 მლრდ დოლარია.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს საუბრობდა, თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს ეკონომიკა ძირათად ვალების ხარჯზე იზრდებოდა. დინამიკა კი გვაჩვენებს, რომ დღეს ვალი მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში 10%-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო. 2015 წელს კი, ვალმა მშპ-სთან მიმართებაში, 43% შეადგინა.

რაც შეეხება საშინაო ვალს, რომელიც ბევრად ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი და მას უამრავი უარყოფითი თვისება ახლავს, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 1 მილიარდით გაიზარდა.

გთავაზობთ გრაფიკს - „ლარის კურსის დინამიკა 2004 წლიდან“. ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-2004 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-თაც კი გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში კრედიტს დოლარის ექვივალტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება , ვიდრე ეს იყო 2-3 ან თუნდაც 4 წლის წინ.

ექსპორტი, რამაც საქართველოში ფული უნდა შემოიტანოს, ბოლო ექვსი წლის მინიმუმზეა დასული. ის ნაკლებია ვიდრე 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წელს იყო.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42