კომპანია ,,თელასის“ საგანგებო მიმართვა - სახიფათო მშენებლობები ელექტროგადამცემების ქვეშ
პოლიტიკა - 12:10, 03 Aug, 2016     3193
სს „თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ობიექტების მშენებლობის ფაქტების აღკვეთას ითხოვს.

სს „თელასი“ ითხოვს აღიკვეთოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში სხვადასხვა ობიექტების მშენებლობის ფაქტები. ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის მასშტაბით დაფიქსირებულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ არაერთხელ მიმართა მერიას ამ საკითხის მოსაგვარებლად, სს „თელასის“ 35-110-კილოვოლტიან საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ უსაფრთხოების ნორმების აშკარა დარღვევით ისევ შენდება საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი ობიექტები და ეწყობა სამშენებლო ნარჩენების ხელოვნური მიწაყრილები.

სს „თელასის“ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლების მიერ მიმდინარე გეგმიური შემოვლა-დათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ვარკეთილის დასახლებაში, „ოლიმპიური სოფლის“ ტერიტორიაზე, სს „თელასის“ ბალანსზე არსებული 110კვ სტრატეგიული მნიშვნელობის, სატრანზიტო დანიშნულების საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების „მახათა-2“ და „კენისი-4“ სადენების ქვეშ საცურაო აუზებისა და გასართობი ცენტრების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები, რომელსაც კომპანია „Hualing“-ი ატარებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ელექტროდანადგარების მოწყობის წესებისა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს და შესაძლოა მასობრივი უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს.

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში აშენებული ობიექტები შეიძლება არამარტო უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს, არამედ ისინი ხელს უშლიან გადამცემი ხაზების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, გეგმიური ტექნიკური მომსახურეობის ან შესაძლო ავარიული სამუშაოების ოპერატიულად და სრულყოფილად განხორციელებას. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხსა და იმედიანობაზე.

აქედან გამომდინარე, სს „თელასი“ მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და მიმართავს მერიას თხოვნით შემოწმდეს რამდენად დაცულია ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმები და მიიღოს გადამწყვეტი ზომები."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42