ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება- ოთარ დანელია
პოლიტიკა - 11:55, 03 Aug, 2016     1483
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობაა.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 6.8 მილიონი ლარია. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობაა.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროგრამას, მათ შორის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს აგრარული დარგის განვითარებაში.

„ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ შეთანხმება გულისხმობს ახალ მიდგომას, რომელმაც ხვალინდელი სოფლის მოდელი, ხვალინდელი სოფლის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და რომელიც სოფლის განვითარების ყველა კომპონენტს მოიაზრებს“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტმა გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიომ აღნიშნა, სოფლის განვითარების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონოსძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში.

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის წილის გაზრდა, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალმთიან რეგიონებში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში შემოსავლის გაზრდა. შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის განვითარებისთვის“, - განაცხადა შომბი შამბმა.

ორწლიანი პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42