ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ასეა ფორმულირებული სარეფერენდუმო შეკითხვა, რომელიც ცესკოში სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ შეიტანეს. მათ ცესკო-შიწარმოადგინეს 224 ათასი ხელმოწერა, ცესკო-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა გადაამოწმა წარმოდგენილი ხელმოწერები, რის შემდეგაც გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ცესკო-მ მოამზადა დასკვნა და აღნიშნული დასკვნა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, ან ნიშნავს რეფერენდუმს და აცხადებს რეფერენდუმის თარიღს, ან მოტივირებულ უარს განაცხადებს. ბრძანებულება დანიშვნის ან უარის შესახებ, იქნება გამოქვეყნებული. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის წესს, როგორ ქვეყნდება და, გარდა ამისა, პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას ესაჭიროება პრემიერმინისტრის კონტრასიგნაცია.
რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის და ცესკოს დასკვნის მიღება "ნიუპოსტს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს.
ქორწინების დეფინიციის დაზუსტების თემას საქართველოს პრეზიდენტი 10 მაისს მოსწავლეებთან შეხვედრის დროს შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნული თემა ძალით არის წინ წამოწეული და ამ საკითხით აპელირება გარკვეული ძალების მიერ სპეციალურად ხდება იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა არ ისაუბრონ გაჭირვებაზე და სამუშაო ადგილებზე
მასალის გამოყენების პირობები






