უშიშროების კადრი მერის მოადგილედ- ოპოზიცია ნიკოლეიშვილის დანიშვნას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს
პოლიტიკა - 17:51, 02 Aug, 2016     4044
თბილისის მერის მოადგილის პოსტზე დედაქალაქის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიგა ნიკოლაიშვილის დანიშვნას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი იყო, ის რომ გიგა ნიკოლეიშვილი უშიშროების კადრია. მათი შეფასებით აღნიშნული დანიშვნა საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული.

ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით უშიშროების კადრის დანიშვნა მერიის მოადგილედ არის ქვეყანაში არსებული ტენდენციის გაგრძელება. ხათუნა სამნიძემ მაგალითად თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნა მოიყვანა.

„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი აღნიშნულ ცვლილებას არჩევნებს უკავშირებს:

„უშიშროების კადრების მოსვლა თბილისის მერიაში საარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლეიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც, მისი თქმით, მისთვის გაუგებარია სამხედრო დაზვერვის ოფიცერი რატომ ინიშნება მერის მოადგილის თანამდებობაზე. ასევე მან უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე კანდიდატები თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა და არა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს დეპუტატების მიერ გამოთქმულ კრიტიკას გიგა ნიკოლეიშვილმა უპასუხა. მისი განცხადებით მას ეამაყება, რომ უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელია „მეამაყება, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოებას ვიცავდი.“- განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტებზე გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცა. გიგა ნიკოლეიშვილს, საკრებულოს სხდომაზე მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42