რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს! ამის საჭიროებაში დამარწმუნა წერილებმა სხვადასხვა ქვეყნიდან - ვიცე-სპიკერი ქორწინების დეფინიციაზე
სოც.მედია - 17:43, 02 Aug, 2016     3056
საქართველოს კონსტიტუცია უდაოდ საჭიროებს სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფეისვუქის გვერდზე წერს. მისი თქმით, ცესკომ უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე:

,,ცესკომ პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მიმართაო... ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის (რესპუბლიკელების გარდა) სურვილიც და ძალისხმევაც იყო ის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სწორედ პარლამენტს განეხორციელებინა.

ბოლომდე მართალი რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ამ საქმეში თავისუფალი დემოკრატებიც ჩვენთან იყვნენ, სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს ვერ მოახერხა (კვორუმის არარსებობის გამო) თუმცა სახალხო განხილვებზე ყველგან ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დადებითი განწყობა რეფერენდუმისადმი, ამიტომ, როდესაც ეს მოთხოვნა უკვე 200 000 ხელმოწერითაა გამყარებული, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ამის ინიციატორი თუ ავტორი, ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს! ამის საჭიროებაში კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ათეულობით მომართვამ, წერილმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღე, როგორც ვიცე-სპიკერმა, იმ მოთხოვნით, რომ უკან გავითხოვოთ კონსტიტუციური კანონპროექტი და არ დავუშვათ სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვა ამ ცვლილებით( რასაც, რა თქმა უნდა არ ვიზიარებ) როგორც ჩანს, საქართველოს კონსტიტუცია უდავოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებას და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე, რათა აშკარაა რისკი სამომავლოდ ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციებისა და შინაარსის იმგვარად წაკითხვის, როგორც არასოდეს უფიქრიათ და უგულისხმიათ კონსტიტუციის ავტორებს, თუ მაშინდელ კანონმდებლებს.“ - წერს კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42