რას ითხოვენ აფხაზები გიორგი ლუკავას სანაცვლოდ? - პატიმრის ოჯახი სეპარატისტებთან გარიგებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:31, 02 Aug, 2016     4491

ამ წუთებში ენგურის ხიდთან დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს.

მათი თქმით, დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლუკავას გათავისუფლების საკითხი უნდა განეხილათ.

როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტის ადგილიდან იტყობინება, ოჯახი გააფრთხილეს , რომ ლუკავასა და კიდევ ერთი ეთნიკურად ოსი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება, დღეს მოხდებოდა.

დაკავებულის მეუღლის განცხადებით, შეხვედრა უკვე დასრულდა, თუმცა მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

მისი თქმით, მას გააჩნია ინფორმაცია იმ გარიგების შესახებ, რის გამოც მისი მეუღლის გათავისუფლება არ მოხდა, თუმცა გამხელის ეშინია, რადგან მის ქმარს ციხეში პრობლემები არ შეექმნას.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრის მონაწილეები ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ, მათ შორის იყო აგვისტოს ომში მონაწილე რუსი გენერალი სერგეი ჩაბანი, თუმცა ჩაბანის შეხვედრაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. როგორც უწყებაში ,,ნიუპოსტს" განუცხადეს, გენერალი ჩაბანი არ არის შეხვედრის მონაწილე.

სუს-ის განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მარტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 14 მოქალაქე. მათ სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 4 გათავისუფლებული პირი გადასცა.

რაც შეეხება ლუკავას, ოფიციალური ვერსიით, ის შეწყალებულთა სიაში იყო, თუმცა პატიმარმა მას ხელი არ მოაწერა. არაოფიციალური ვერსიით კი აფხაზები ლუკავას გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან. სხვა ინფორმაციას ავრცელებენ გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები. დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის ოჯახი პაატა ზაქარეიშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმრის გათავისუფლების სანაცვლოდ რუსი ოკუპანტები ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვენ. ამ კონსტესტში ტერაქტისთვის გასამართლებული მერაბ ყოლბაია იგივე "კოჭოია" დასახელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42