აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით მას ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ გააჩნია და არც აჭარის მთავრობას მიუღია ამაში მონაწილეობა
"არ ვიცი პირველად მესმის, ჩვენ არ მიგვიღია ამაში მონაწილეობა. ჩემს აპარატში მსგავსი თხოვნა არ შემოსულა,“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთერთმა წევრმა ოთარ სიჭინავამ, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის პირადად იყო ამ შეხვედრის ორგანიზატორი. მისივე თქმით, მან შეხვედრისთვის შექმნილი ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა წერილები საელჩოებს და ასევე მისი პირადი ბიუჯეტიდან მოხდა საჭირო თანხის გადახდა.
„ჩვენი ორგანიზებული იყო, მე გადავიხადე თანხა, ჩემი ხელფასიდან. ანგარიშფაქტურას გაჩვენებთ თუ გინდათ და ხელფასიც აღებული მაქვს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბანკში,“ - განმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ოთარ სიჭინავამ.
.
მასალის გამოყენების პირობები






