„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, აუცილებელია რომ თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტებზე გარკვეული პირების უკანონო დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდეს და პასუხისმგებელი პირები შესაბამისად იქნენ დასჯილნი. კაპანაძის თქმით ის არ არის დარწმუნებული, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„გამოძიება უნდა ჩატარდეს, დადგენილი იქნას ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისი პირები უნდა იქნენ დასჯილი, აქ საუბარი გვაქვს ძალიან მძიმე ფაქტზე- ქვეყნის ღალატზე და არ შეიძლება ესარ შეიძლება რეაგირების გარეშე იქნას დატოვებული. გაგახსენებთ, რომ ის კონკრეტული პირი- ტრისტან წითელაშვილი გასამართლებული იქნა სამშობლოს ღალატისთვის. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული რომ რეაგირება მოხდება არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ კი ესეც და სხვა ფაქტებიც აუცილებლად იქნება გამოძიებული“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






