უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, ყოფილ თანაგუნდელის თინათინ ხიდაშელის მიერ საიდუმლო ობიექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიკურ მოტივაციებს ხედავს. ფოფხაძის თქმით თუ თავდაცვის სამინისტროს მიერ პროკურატურაში ინფორმაცია გადაგზავნილია, ეს დოკუმენტებში უნდა იყოს ასახული:
„თუ ვინმეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა უნდა ეს პოლიტიკურ მოტივაციებს არ უნდა დაუკავშიროს. ეს არასწორია. რა ფორმით მიაწოდა ინფორმაცია ბანკეტზე კერძო საუბრით? ოფიციალური წერილები ტუა შესული კანცელარიაში იქნება ასახული.’- განაცხადა გედი ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტებზე გარკვეული პირების უკანონო დაშვებასთან დაკავშირებით გუშინ თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ არსებული კანონდარღვევის თაობაზე მასალები, პროკურატურაში, უკვე გადაგზავნილი იყო, როდესაც ის ჯანელიძის შემდგომ, მინისტრად დაინიშნა
მასალის გამოყენების პირობები






