ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიას და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. თუ მხარდამჭერთა სია აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს.
“საარჩევნო კოდექსი მოითხოვს თითოეულმა პარტიამ წარადგინოს 25 000-ზე მეტი ხელმოწერა იმისათვის, რომ რეგისტრაციაში გატარდეს პოლიტიკური პარტია. ჩვენს მიერ დღეს ცესკოში წარდგენილ იქნა 35 ათასზე მეტი ხელმოწერა. 2 დღიანი ვადა აქვს ცესკოს ხელმოწერების შესამოწმებლად რის შემდეგაც ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკური პარტია. ჩვენ მივმართავთ ცესკოს, რომ დაჩქარებულ ვადებში მოახდინოს რეგისტრაცია იმისათვის რომ პარტიას არ შეეშალოს ხელი თავის საქმიანობაში.” - განაცხადა დავით ჯანდიერმა
მასალის გამოყენების პირობები






