პაატა ქურდაძე: რაც მეტს მოგზაურობ საქართველოში, რაც მეტ სულისშემგუბებელ მშვენიერებას აღმოაჩენ, მით უფრო ხვდები, რომ მთავარი სხვის მიერ მოპოვებული სამოთხის მემკვიდრეობად გადმობარება კი არა- მისი შენარჩუნებაა და კიდევ უფრო გიმძაფრდება კოლექტიური პატეტიკური სირეგვენისა და უკულტურობის განცდა...
განსაკუთრებით როდესაც ჩემსავით, ყოველი დაბრუნების შემდეგ შარდენის უბნის ჯოჯოხეთიდან მომავალ ელექტრო-დუქნების კაკაფონიას - საქართველოს 2012 -2016 წლის მოწვევის ჟღარუნა პარლამენტის უბადრუკობის ჰიმნს უსმენ დილის 5-6 საათამდე.
PS. ახლა სამი დღით ხევსურეთში მივდივართ ჩემი შვილი და მე. მერე რამდენიმე დღეში უკვე ვბრუნდებით.. არასდროს არ ვაპატიებ ქართველ კანონმდებლებს ჩვენს ამ ზაფხულის და ჩემი მეზობლების წლების განავლობაში ჯოჯოხეთურ წამებას. არა მარტო მათ, ვინც ხმა არ მისცა ხმაურის წინააღმდეგ კანონს... იმ პარლამენტარებსაც, ვინც მისცა!
რადგან მე ღრმად მჯერა, რომ დღევანდელი საქართველოს უკულტურობისა და სირეგვენის წინააღმდეგ რეალური რეფორმების გასატარებლად ფორმალური, საკუთარი სინდისის სიმშვიდისთვის ხმის მიცემა არ არის საკმარისი..
მასალის გამოყენების პირობები






