"საქართველოში რწმენის აღორძინება მისი უწმინდესობის დამსახურებაა"- პრემიერმა პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა
პოლიტიკა - 13:07, 02 Aug, 2016     2012

თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს! - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ილია მეორემ პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიაზე მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა.

„პრემიერ-მინისტრო, მთავრობის წევრებო, მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!“ - განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად, აღავლინა.

პრემიერ-მინისტრმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

„მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ!“ - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42