საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის უწყებაში ახალი მინისტრი ლევან იზორია წარადგინა. მედიასთან საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა უწყების პრიორიტეტბს გაუსვა ხაზი. პრემიერის პირველი დავალება უწყების ახალი ხელმძღვანელისადმი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ჯარის მაქსიმალური დეპოლიტიზირებაა:
„ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმები, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. ბოლო პერიოდში გაფორმებული მემორანდუმი შეერთებულ შტატებთან , რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა და ბატონი ლევანი იმუშავებს ამ მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რაზეც გვქონდა საუბარი, რომ ჯარი და სამხედრო უწყება, იყოს მაქსიმალურად მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ის უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული უწყება, ჯარი ამ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უწყებიდან ყველაზე მეტად გამოდიოდეს ქვეყნის ერთიანობის სულისკვეთება,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






