„მე მქონდა გუშინ საღამოს საუბარი მთავარ პროკურორთან. იგი აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებიდან არც ერთი მიმართვა ამასთან დაკავშირებით არ მიუღიათ. მე დავინტერესდი ამ თემით. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას პასუხები გავცეთ, ხაზს ვუსვამ -საზოგადოებას, თუმცა არა - იმ ადამიანებს, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს, ძალიან ბევრი არაერთი გაუაზრებელი ქმედებით. ამ შემთხვევაში სამხედროებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ თუ გამოსაძიებელი იქნება, თუ იქნება საკმარისი მასალა იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, ეს ასეც მოხდება.
თუმცა, მეჩვენება, რომ ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, როდესაც დაგაბრალებენ რაღაცას და მერე უნდა გასცე პასუხი. თუ იქნება გამოსაძიებელი გამოვიძიებთ, იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს და დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს იმაში, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება განვახორციელეთ, ეს არის ძალიან უსამართლო ბრალდებები“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






