საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლევან იზორიას დანიშვნას დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. ვოლსკი იზორიას გამოცდილებასა და ერთგულებას უსვამს ხაზს:
„უშიშროების მინისტრის მოადგილეობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უშიშროების დარგის სპეციალისტია. ლევანს საკმაოდ ფართო ცოდნა აქვს, ძალიან კარგი ბეგრაუნდი საქმიანობის, ისევე როგორც ქეთის და გარდა ამისა, რაც მთავარია, ერთსაც და მეორესაც ახასიათებს ერთგულება, სიყვარული და დამოკიდებულება თავის ქვეყნის მიმართ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელმა“ მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. თინა ხიდაშელი ლევან იზორიამ, პაატა ზაქარეიშვილი კი მისმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა ჩაანაცვლეს. ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გუშინ წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






