თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტებზე გარეშე პირის შესვლასთან დაკავშირებულ სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია, რომელიც ტრისტან წითელაშვილის საქმეს „რუსთავი 2-ის მიერ პროვოცირებულსა და ინსცენირებულს“ უწოდებს:
„თქვენს მიერ მუდმივად ერთი და იგივე ცილისმწამებლურ სტილში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ და ადამიანების დემონიზების სტილის გაგრძელებას. თუ კონკრეტული საფუძველი არსებობს რაიმე ფაქტების გადამოწმების, გამოძიების თუ გარკვევის, ეს არ არის სააკაშვილის პერიოდი, როდესაც ტაბუ ადევს რაიმე თემას, მაგრამ საკითხები და თემები, რომლებიც თქვენი ტელევიზიის მხრიდან არის პროვოცირებული თუ ინსცენირებული, ყოველთვის იწვევს ძალიან მაღალ ეჭვებს, ამიტომ გადამოწმებისთვის და კონკრეტული ფაქტების შესწავლისთვის აბსოლუტურად ღიაა ყველა უწყება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






