სამხედრო ობიექტების სკანდალი - ხიდაშელი ამბობს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტის შესახებ იცოდნენ
პოლიტიკა - 18:29, 01 Aug, 2016     3189
თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტებზე გარეშე პირის შესვლასთან დაკავშირებულ სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა მინისტრობიდან წასულმა თინა ხიდაშელმა. ის ამბობს, რომ მაშინ როცა მან თავიდაცვის უწყების ხელმძღვანელის პოსტზე შეცვალა მინდია ჯანელიძე, სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია იმ კანონდარღვევის თაობაზე, რომელიც განხორციელდა უწყებაში და რომლის დროსაც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა შეიწყვანა ტრისტან წითელაშვილი სამხედრო ობიექტებზე. ხიდაშელის თქმით, სწორედ ამ ფაქტის გამო გაათავისუფლა მან თანამდებობიდან ორმოცაძე.

,,მე ვიცი ის, რომ მოხდა კანონის დარღვევა. ამ ადამიანმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავიდაცვის სამინისტროში და მას არ ჰქონდა უფლება სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, არ მაინტერესებს ამ პირის გვარი და სახელი, სწორედ ამიტომ გავათავისუფლე სამსახურიდან, როგორც კი გავიგე ამის შესახებ როცა კი მოვედი თავდაცვის სამინისტროში. ეს ჩემამდე მოხდა. ორმოცაძემ დატოვა სამსახური ჩემი მოსვლისთანავე, ამიტომ ჩვენ ერთანეთთან შეხება არ გვქონია“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე მაშინვე უნდა დაწყებულიყო. ,,ეს ამბავი ახალი არ არის, თქვენ გაიგეთ გუშინ, თორემ ამის შესახებ იციან საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებამ“.

ამნისტიით გამოშვებული ყოფილი სამხედრო ტრისტან წითელაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს, მინდია ჯენალიძესთან თანამშრომლობას ადასტურებს, ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, მას ჯანელიძის უწყებასთან კარგი ურთიერთობა ქონდა და ჯანელიძის მინისტრობის დროს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე იმყოფებოდა. თუმცა ეს ურთიერთობა შემდეგ მინისტრს აღარ გაუგრძელებია და პირი რომელმაც წითელაშვილი სამხედრო ობიექტზე შეიყვანა, ხიდაშელმა სამსახურიდან გაუშვა. წითელაშვილის თქმით გოდერძი ორმოცაძე ხიდაშელმა სწორედ მასთან ურთიერთობის გამო დასაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42