სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნა. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელი რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას, რადგან მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა კონფლიქტების მდგრადი მოგვარებისა და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ არის საქმეზე მიმართული და თან არის ძალიან პრინციპული, რითაც შევძელით ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, მყარი არაღიარების პოლიტიკა და ამავე დროს ნულოვანი ნიშნულიდან დაგვეძრა სამშვიდობო პროცესი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტ დინამიურ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენ განვაგრძობთ ერთის მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია ერთიანი საქართველო,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






