საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თინათინ ხიდაშელის თანამდებობაზე ლევან იზორია დანიშნა. თავდაცვის ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:
“მინდა 2 ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი თქმაც მსურდა, ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ, მნიშვნელოვან რეფორმებს რომელიც უკავშირდება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“ -განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






