,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ თვლიან, რომ აუდიტს არ აქვს უფლება რაიმე სახით ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი. ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ მიმართავენ სასამართლოს, რის შესახებაც შეხვედრაზე ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ ისაუბრა და შეხვედრის მონაწილე სხვა პოლიტიკურ პარტიებს გააცნო სარჩელის შინაარსი. ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ,,ირაკლი ალასანია - თავისფალი დემოკრატების“ შეთავაზება და მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ თუ უახლოეს დღეებში გენერალურმა აუდიტორმა არ შეცვალა მის მიერ გამოქვეყნებული ბრაძანებულება. კვირის ბოლომდე სარჩელი შეტანილი იქნება სასამართლოში, რაზეც ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს.
„აუდიტს არ აქვს უფლება ჩაერიოს პარტიასა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში და განსაზღვროს რეკლამის შესყიდვის წესი, ამიტომ ჩვენ ვაპირბეთ მივმართოთ სასამართლოს და ასევე სარჩელის უზრუნველყოფად მოვითხოვოთ ამ აქტის მოქმედების შეჩერება საბოლოო განაჩენამდე“, - განაცხდა თამარ კეკენაძემ.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ქორთიარდ მარიოტში" გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას გარეშე წარიმართა, რადგან ის შეხვედრაზე არ მისულა.
მასალის გამოყენების პირობები






