მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო აგიტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებებზე უკანონოა- TI
პოლიტიკა - 16:33, 01 Aug, 2016     3292

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებებზე მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო აგიტაცია უკანონოა:

"31 ივლისს, ბათუმში, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება პარტიის რეგიონული ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს, წარდგენის ბოლოს კი შეკრების ორგანიზატორებმა აქტივისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვის ჩანაწერი შესთავაზეს.

ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას მიმოიხილა აჭარაში 2004 წლის მაისში მიმდინარე მოვლენები, მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას მაშინდელი მხარდაჭერისთვის, ასევე მოუწოდა შეკრებილებს, რომ კიდევ ერთხელ დაეჭირათ მხარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ საჯარო შეხვედრებში პირველად არ ჩართულა: ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერისკენ მოქალაქეებს 11 ივლისს მარნეულში, 14 ივლისს კი ახალქალაქშიც მოუწოდა. ბათუმის მსგავსად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2015 წლიდან უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებს. ფაქტს წინ უძღოდა უკრაინის მოქალაქეობის მიღება. შესაბამისად, ამავე პერიოდიდან სააკაშვილი აღარ არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი (45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას ცალსახად უკრძალავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ 31 ივლისის პარტიულ ღონისძიებაში გაკეთებული განცხადებები კი აშკარა აგიტაცია იყო. კანონმდებლობის თანხმად, წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, უახლოეს სხდომაზე შეისწავლოს აღნიშნული ფაქტები და მიმართოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს."- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42