მიხეილ ჯანელიძე ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა
პოლიტიკა - 16:29, 01 Aug, 2016     1202
2016 წლის 1 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობათა დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ორ ქვეყანას შორისპოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო, ტურიზმის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა.

მხარეებმა დაადასტურეს საქართველოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიცირებაზე მზაობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აქტიური დინამიკა და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულების დიდ მნიშვნელობაზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.

მინისტრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს ის მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

შეხვედრის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და სომხეთის ისტორიულ მეგობრობას და კეთილმეზობლური ურთიერთობებისმრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ვიზიტის ფარგლებში, ედვარდ ნალბანდიანი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42