მიროტაძე სამხედრო ობიექტებთან დაკავშირებული საქმის სკანდალზე სასწრაფო გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 14:59, 01 Aug, 2016     1684
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პოსტკრიპტუმში გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიგი კალანდაძეის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ის რაზეც კალანდაძე საუბრობდა არის სამშობლოს ღალატი.

თუ ეს მართალია და მას აქვს შესაბამისი ინფორმაციები, ამის კვალიფიკაცია არის სამშობლოს ღალატი. ანუ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, აქედან გამომდინარე კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული თვითონ კალანდაძეს, რამდენად სერიოზულ საკითხს შეეხო და იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები არ არის გაკეთებული ჰაერზე და მას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს. ის, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს,ეს არის უპირობო. ამიტომ, მე არა მხოლოდ პროკურატურას მოვუწოდებ, რომ უსწრაფესად დაიწყოს გამოძიება, არამედ, თვითონ კალანდაძეს მოვუწოდებ, რომ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც არის მის ხელთ, მიაწოდოს შესაბამის ორგანოებს,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს , საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე მოხდა სამშობლოს ღალატში ბრალდებული ტრისტან წითელაშვილის შეშვება, სადაც მან ამ ობიექტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. ტრისტან წითელაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული ამნისტიის შედეგად გატავისუფლდა, თუმცა ენმ-ს წევრების განცხადებით ის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და საიდუმლო ობიექტებზე მოპოვებული ინფორმაცია, სწორედ ოკუპანტი ქვეყანას გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42