საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოიშალა - ელენე ხოშტარია
პოლიტიკა - 14:30, 01 Aug, 2016     1160

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გიორგი ბარამიძემ და ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნულზე კონკრეტული ადამიანების წვდომაზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამ სიტუაციიდან გამოსავალი 8 ოტქომბერს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაა.

„მინდა გამოვეხმაურო ამბავს, რომელიც გუშინ გამჟღავნდა. ეს ეხება თავდაცვის სისტემაში ძალიან საშიში ადამიანის წვდომას, რომელიც თავად ამ უწყების მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოიშალა. ადამიანები, ვინც მართლა ძალიან ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ სისტემას, დევნილები ან გამოგდებულები არიან, ხოლო ადამიანები ძალიან საეჭვო და საშიში რეპუტაციით, კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან, აქ მუშაობენ და ეს გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა. ამ ყველაფრით ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოების სისტემას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, ნებისმიერი ადამიანის დაშვება საიდუმლო ობიექტზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დარღვევას წარმოადგენს.

„ ეს არ აუნდა დარჩეს მხოლოდ ერთი ტელევიზიის ან მასობრივი ინფორმაციის სიუჟეტის საგნად. უნდა დადგეს პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი საკითხი ყველა იმ ადამიანის - ვინც ეს დაუშვა, ბრძანება გასცა, ვინც ვალდებული იყო გაეკონტროლებინა ეს საკითხი და ვინც ამის შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადაგდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო დანაშაული ყოფილიყო შესაბამისად გამოძიებული. ასეთი მდგომარეობა არამარტო თავდაცვისა და უშიშროების სამინისტროში, არამედ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა იმ ინსტიტუტშია, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 8 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებით. შევცვალოთ ხელისუფლება, რომელსაც ერთის მხრივ, ქვეყნის მართვის არც უნარი აქვს და მეორეს მხრივ, მასში არიან ის ელემენტები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა - რა არის ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42