პაატა ბურჭულაძის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 12:33, 01 Aug, 2016     10271

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ სპეციალური განცხადება გაკეთდა:

„დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იძულებული ვხდები განმარტებები გავაკეთო საზოგადოების წინაშე იმ ცილისწამებებსა და ცრუ ბრალდებებზე რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ჩვენს მიმართ, სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოჰყვა მათთვის საჭირო რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის,ფონდი „იავნანას“ მისამართით განხორციელებული უპრეცენდენტო ცილისმწამებლური თავდასხმებით. ანალოგიური შეტევები ფონდ „იავნანაზე“ 2009 წელს წინა ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. დღეს მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.

ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისათვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად. რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები. სამარცხვინოა დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი პაატა ბურჭულაძეს, ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებ. ეს არის მცდელობა ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეების განმავლობაში სისხლში ჩამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები. დარწმუნებული ვარ ამ პასკვილის შემკვეთს და მის შემსრულებლებს „იავნანას“ ფონდისთვის არცერთი თეთრი არ შეუწირავთ. ის თანხები კი რომლებიც ამ სულმდაბალი კამპანიისთვის დამკვეთმა დახარჯა არაერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის თბილი სახლის გასაღებს შეიძენდა და უსახლკარო ბავშვების სულში იმედს გააჩენდა.

გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით, მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავისმართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ. იმ შესაძლებლობების სარკმელს რომელიც შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაუღოს საქართველოს, ვერავინ ჩარაზავს. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება სიძულვილს და ცილისწამებას. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, - ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42