რატომ დუმდა თინა ხიდაშელი? - სახელმწიფო ღალატი თავდაცვის სისტემაში
პოლიტიკა - 13:35, 01 Aug, 2016     10408
ამნისტიით გამოშვებული ყოფილი სამხედრო ტრისტან წითელაშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს, მინდია ჯენალიძესთან თანამშრომლობას ადასტურებს, ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, მას ჯანელიძის უწყებასთან კარგი ურთიერთობა ქონდა და ჯანელიძის მინისტრობის დროს გასაიდუმლოებულ ობიექტებზე იმყოფებოდა. თუმცა ეს ურთიერთობა შემდეგ მინისტრს აღარ გაუგრძელებია და პირი რომელმაც წითელაშვილი სამხედრო ობიექტზე შეიყვანა, ხიდაშელმა სამსახურიდან გაუშვა. წითელაშვილის თქმით გოდერძი ორმოცაძე ხიდაშელმა სწორედ მასთან ურთიერთობის გამო დასაჯა.

„ხიდაშელმა პირდაპირ უთხრა რომ შენ ხარ წითელაშვილის ძმაკაცი ამიტომ შენ ამ სისტემაში არ უნდა იყოო, ხიდაშელს არ მოწონდა და არ მოწონს ჩემი განცხადებები“- განაცხადა წითელაშვილმა.

წითელაშვილთან თანამშრომლობას ადასტურებს გენინსპექციის თანამშრომელი გოდერძი ორმოცაძეც, მისი თქმით მას წითელაშვილი გენერალური ინსპექციის უფროსმა სოსოს ხორბალაძემ გააცნო და წითელაშვილის ობიექტებზე შესვლაც სწორედ ხორბალაძის ნებართვით ხდებოდა. გოდერძი ორმოცაძის თქმით ის სწორედ წითელაშვილთან მეგობრობის გამო გაუშვა თინათინ ხიდაშელმა სამსახურიდან.

თინათინ ხიდაშელის მიერ თავდაცვის სამინისტროდან გაშვებული ორმოცაძე, უწყებას დაქვემდებარებულ ორგანიზაციოა „დელტაში“ მუშაობს. თუმდა როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, ხიდაშელს ორმოცაძის დანიშვნაზე ხელი მოწერილი არ აქვს.

ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს თავად თინა ხიდაშელი, თუმცა არსებობს კითხვები - მიუხედავად თავიდაცვის უწყებიდან ორმოცაძის გათავისუფლებისა, რატომ არ განაცხადა მინისტრმა მაშინვე, როცა ცნობილი გაცხდა ტრისტან წითელაშვილთან ორმოცაძის კავშირებისა და ორმოცაძის დელტაში მინისტრის ნებართვის გარეშე დანიშვნის შესახებ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ამ დამოკიდებულებას ახალი ხელისუფლების პირობებში ტენდენციად განიხილავს. შაშკინი ამბობს, რომ წინა მინისტრები დარღვევების შესახებ არა მაშინვე, არამედ მინისტრობიდან წასვლის შემდეგ საუბრობდნენ მხოლოდ.

,,მას შემდეგ რაც მინისტრები ტოვებენ თავდაცვის სამინისტროს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ საუბარს თავდაცვისუნარიანობის პრობლემაზე და ა.შ. ახლა ვიგებთ თავდაცვის პრესსამსახურისგან, რომ თურმე ხიდაშელს დელტაში მის დანიშვნაზე ხელი არ მოუწერია. ეს უკვე ამაზრზენია. ხიდაშელი და ალასანიაც იყვნენ არა ერთი თვე მინისტრები. თუ ხიდაშელმა იცოდა და არ მოაწერა ხელი, მინისტრის ხელშია, გამოვიძახებ დელტას ხელმძღვანელს და მოვითხოვ მის გათავისუფლებას, თუ მინისტრი არ ეთანხმებოდა კონკრეტულ საკითხს, მას აქვს ყველანაირი ბერკეტი გამოსწორების. ჩვენი მინისტრობის დროს ყველაფერზე ჩვენ უნდა გვეგო პასუხი, ჯარისკაცის გაციებასა თუ სხვა არასწორ ნაბიჯებზე. ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ადამიანებს არაფერზე პასუხისმგელობა არ აქვთ. თუ არ ეთანხმები და საქმე გვქონდა სახელმწიფოს ღალატთან, რატომ იყავი იქ ამდენი ხანი? საერთოდ რაზეა საუბარი? საუბარია სახელმწიფო ღალატზე! ეს არის ენითაუწერელი ზიანი... " - აცხადებს შაშკინი ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42