დღეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ
პოლიტიკა - 11:13, 01 Aug, 2016     1321
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს დღეს კოლეგები იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.

ინგა მაღრაძე საკრებულოში "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მართულია.

"მე არ ვაპირებ წასვლის შესახებ განაცხადების დაწერას, რადგან, ჩემი კოლგებისგან განსხვავებით სხვა ხედვა მაქვს. თუკი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ამის შედეგასაც მოიმკიან არჩევნებზე", - აცხადებს ინგა მაღრაძე.

მისი თქმით, ხარაგაულის საკრებულოში მიმდინარე პროცესები ცნობლია პარტიის ლიდერებისთვისაც. როგორც მაღრაძე ამბობს, მის მხარდასაჭერად "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე საკრებულოს სხდომას დაესწრება.

საკრებულოს 35 წევრიდან თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ხელს 20 დეპუტატი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ მათი იმედი მაღრაძემ არ გაამართლა, რის გამოც ის უნდა გადადგეს.

"მათ არ სურთ "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე. ამის გარდა, უნდათ საარჩევნო კამპანია ადმინისტრაციული რესურის გამოყენებით წარმართონ. ბუნებრივია, რომ არ აწყობთ ჩემი თავმჯდომარეობა უკვე", - აცხდებს ინგა მაღრაძე.

გადაყენების შემდეგ თუ ვინ დაიკავებს ინგა მაღრაძის პოსტს საკრებულოში ამას დეპუტატები არ აკონკრეტებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ მომავალი თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42