თავისუფალი დემოკრატების აქცია - გლდანელები ჯაბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ
პოლიტიკა - 13:45, 31 Jul, 2016     1506

,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა გლდანის მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე გააპროტესტეს გლდანის მე-5 მ/რნში, დავით ჯაბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, რომელსაც გლდანელები წლებია წინააღმდეგობას უწევენ. ის რაც წინა ორმა ხელისუფლებამ ვერ შეძლონარმანიამ მოახერხა და მშენებლობა უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში იყო მწვანე ზონა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა როგორც დასასვენებელ პარკს. უბნის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს,როგორც შევარდნაძის, ისე ნაციონალური მოძრაობის და ოცნების მთავრობას ტერიტორიის კეთილმოწყობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

პერიოდულად ამ ტერიტორიაზე ყველა მთავრობის დროს იყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მცდელობა, თუმცა ეს ვერც ერთმა მთავრობამ დღემდე ვერ გაბედა.

სულ რამდენიმე თვის წინ, აღნიშნული ტერიტორია შემოიღობა და გაჩნდა სამშენებლო უბანი, სადაც სამშენებლო კომპანია ახორციელებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისმშენებლობას.

აქციის მონაწილეებმა გლდანის ამავე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ამირან გიგუაშვილთან ერთად გააპროტესტეს მშენებლობა. აქვე ამირან გიგუაშვილმა წარადგინა მიმართვა დახელმოწერები თბილისის მერის სახელზე, ასევე მერიას მიეცა ვადა იმისათვის, რომ არაუგვიანეს 10 დღისა მიღებული იქნეს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება.

,,ჩვენ მოვამზადეთ მიმართვა თბილისის მერის სახელზე, რომ შეჩერდეს მშენებლობა და ტერიტორიაზე განთავსდეს დასასვენებელი სკვერი. განცხადებას ხელს აწერს 110 ადგილობრივიმაცხოვრებელი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

დაანონსდა, რომ აქცია არის გამაფრთხილებელი სახის.

საკითხს აქტუალობას სძენს ისიც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით მშენებლობის უკან დგას დავით ნარმანიას ძმის ირაკლი ნარმანიას ინტერესები, რასთან დაკავშირებითაცაქციაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლე ქალბატონმა ისაუბრა.

,,ის რაც აქ ხდება არის დანაშაული გლდანელების წინაშე. ოცნებამ გაბედა ის, რაც ვერც შევარდნაძის კორუმპირებულმა მთავრობამ და ვერც ნაციონალურმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა. დავითნარმანიამ ასეულობით ოჯახს წაართვა მწვანე ზონა და სკვერის მოწყობის ნაცვლად კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. მე ხელში მიჭირავს ადგილობრივიმაცხოვრებლების მიმართვა ქალაქის მერის სახელზე, რომლითაც ითხოვენ მშენებლობის შეჩერებას. ეს არის კლანურ-მაფიოზური გარიგება და არსებობს ეჭვი, რომ ამ სამშენებლო კომპანიის უკანნარმანიას ძმის, ირკალი ნარმანიას ინტერესები დგას, ამიტომაც ქალაქის მერმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს მშენებლობა შეჩერდეს და დაიწყოს მოლაპარაკება ადგილობრივ მოსახლეობასთან.ვაფრთხილებ დავით ნარმანიას, რომ თუ ათი დღის ვადაში ამ მაფიოზებს, რომლებმაც თავხედურად დაიწყეს აქ კორპუსის მშენებლობა არ გააჩერებს, მე პირადად, ჩემი საკუთარი ხელით, გლდანისმაცხოვრებლებთან ერთად, დავიწყებ სამშენებლო ღობის დემონტაჟს. დემონსტრაციულად ხელში მიჭირავს ძალაყინი და ვნახოთ ვის უფრო მეტი ძალა აქვს, ძალაყინს და ხალხის პროტესტს, თუხელისუფლებასთან დაკავშირებულ კლანურ-მაფიოზურ დაჯგუფებას“,-განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42