მიხეილ სააკაშვილს პრაღაში თავისუფლების ჯილდო გადასცეს
პოლიტიკა - 18:37, 30 Jul, 2016     7760

პრაღაში კარლის უნივერსიტეტში გამართულ ცერემონიალზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავისუფლების ჯილდო გადასცეს. მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებს შეხვდა და სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა. ლექცია ასევე უკრაინაში ქართული გუნდის მიერ დასახულ გეგმებსა და ქვეყანაში არსებულ მოცემულობას შეეხო.

„წარმატება დამოკიდებულია ლიდერობაზე. იმისთვის, რომ იყო ძლიერი ლიდერი, უნდა იფიქრო, რა შეგიძლია გააკეთო, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პრეზიდენტი გავხდი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ვიყავით 127-ე ადგილზე და ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წლებში მეცხრე პოზიციაზე გადავინაცვლეთ. როგორ მივაღწიეთ ამას - ქვეყანას არ ჰქონდა ფული და ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ახლა უკრაინაა. მსოფლიოს ბანკის დახმარებისთვის გვჭირდებოდა რეფორმები, გვქონდა იდეა, რომ შეგვემცირებინა გადასახადები და ამ გზით გადამხდელებისთვის თანხის გადახდის პროცესი გაგვემარტივებინა. მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის ექსპერტებმა გვითხრეს, რომ ეს დაუშვებელია და თუ ასე მოიქცევით, თქვენ საბიუჯეტო შემოსავალი შეგიმცირდებათ, ამ შემთხვევაში თანხას არ გამოგიყოფთო. ჩვენ ვთქვით, რომ მაინც ასე მოვიქცეოდით. „ვარდების რევოლუცია“ უკვე ბრენდი იყო და საქართველოს მიტოვება არ იქნებოდა პოპულარული ნაბიჯი ამ ორგანიზაციისთვის, ამიტომ გვითხრეს, რომ დახმარების პროგრამას შეაჩერებდნენ. ჩვენ მაინც შევამცირეთ გადასახადები, სისტემაში ახალი ხალხი მოვიყვანეთ და შევცვალეთ ინსტიტუტები, შედეგად, რამდენიმე თვეში გავაორმაგეთ გადასახადების ამოღების მაჩვენებელი და საბოლოო ჯამში 11-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი. 9 თვის შემდეგ მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ საქართველოში და განაცხადეს, რომ ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ რეფორმების ამ პროგრამას მხარი დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეალურად არ გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა ყველას მოსწონს შედეგი, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გავამართლეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოლოდინი, რადგან ასეთი რამ არავის გაუკეთებია მანამდე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42