„ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ შევძელით სამხედრო გართულებების საფრთხის აცილება“ - პრემიერი
პოლიტიკა - 16:38, 30 Jul, 2016     1033
გიორგი კვირიკაშვილმა, თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენისას, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

"2020 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავარი სატრანზიტო მაგისტრალები, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ახალი პროექტი მცხეთა ვლადიკავკაზის ავტობანის, ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის რომ ლარსიდან მცხეთამდე და ალბათ აქ საჭირო იქნება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელთანაც, ეს საინჟინრო გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული, იქნება უფრო ფართო გზა ვიდრე დღეს არის თუ იქნება 4 ზოლიანი გზა, თუ ამის საშუალებას მოგვცემს საინჟინრო გადაწყვეტა ალბათ უნდა გაფართოვდეს და ნამდვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ავტობანი გაკეთდეს. ეს ძირეულ ცვლილებებს შეიტანს რა თქმა უნდა სტეფანწმინდის განვითარებაში და რა თქმა უნდა ეს იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხითაც რომ გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება აქ. ეს იქნება უმნშვნელოვანესი ნაბიჯი იმისთვის რომ სატრანზიტო პოტენციალი განვითარდეს, და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ტურისტული პოტენციალიც. ეს არის ალბათ მსოფლის ერთ ერთი ულამაზესი კუთხე ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ რომ კობიდან გუდაურამდე ეს ჩრდილოეთის ფერდობი განვავითაროთ რაც თავისთავად სტეფანწმინდას უკვე გადააქცევს როგორც ზამთრის კურორტს, და ნებისმიერი საოჯახო სასტუმრო რომელიც დღეს არის სტეფანწმინდაში დაიტვირთება უკვე არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში არამედ ზამთრის პერიოდშიც, ვინაიდან აქედან დაინიშნება რეგულარული ტრანსპორტი კობის მიმართულებით საიდანაც უკვე გუდაურის კურორტზე შესაძლებელი იქნება დასვენება და რა თქმა უნდა შემდეგ ისევ დაშვება და სტეფანწმინდაში ღამის გათევა. ამიტომ ყველაფერი ის რასაც ჩვენ გეუბნებით არ არის აბსტრაქტული გეგმები, ეს არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, 2017 წელს ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ გეგმების განხორციელებას, გზის პროექტირება უკვე დაწყებულია, კობის მიმართულებით ვმუშაობთ საფრანგეთის კომპანიებთან რათა მათთან ერთად მოხდეს რესურსის მოზიდვა და ამ საბაგირო ზოლის აშენება. ეს ყველაფერი იქნება უმნიშვნელოვანესი მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა."- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ“, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის მანძილზე საქართველოს დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა.

„რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით გაცილებით მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთის კანონის ავტორებს და აღნიშნა, რომ კანონის სამივე ავტორი ამ რეგიონის წარმომადგენელია და ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის რომ ეს კანონი დაწყებულიყო და ბოლოში გასულიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42