“ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც იმყოფები მართლაც საქართველოს ციხე სიმაგრეში, ჩრდილოეთის კარიბჭეში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი სიამაყე და ყოველთვის იყო დამცავი საქართველოსი, აქ განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი ცხოვრობს და მე მეამაყება რომ დღეს თქვენთან ვართ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტეფანწმინდაში შეკრებილ მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა:
”წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის მეთაურს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენას ესწრებოდნენ კახა კალაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მირიან წიკლარი და დიმიტრი ხუნდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






