ნათია ფანჯიკიძე: ამოცანას ვეჭიდები, - სნაიპერულად ვუმიზნებ ჩემს თავს ობიექტივს, თანაც ისე, რომ შლაპა და ხის ეს ულამაზესი საყურეები და ბეჭედი გამოვაჩინო, გუშინ გრძელი სამუშაო დღის ბოლოს კამარაში მომევლინა სამკაულების ზარდახშიანი ლამაზი გოგო, მომახსენა, შენ ეს დაიმსახურეო და დამასაჩუქრა. ასეთ ჯადოსნურ წუთებში კამათის გამართვა ისედაც არ მიყვარს, მითუმეტეს, ისე დაღლილი ვიყავი უკვე შრომა-გასწორებით, რომ თვითონაც ეჭვი მქონდა, რაღაც პატარიკა სიხარული აშკარად დავიმსახურე-მეთქი. თავად საჩუქრებს რაც შეეხება,
გარდა იმისა, რომ ხეს აქვს თვისება, მოგაშოროს დაძაბულობა და სტრესი, ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს დიზაინი, - ბეჭედს და ჭილის შლაპას კი ხედავთ როგორიცაა, საყურეებს კი რომ მოიხსნი და შეაერთებ, რკალი კეთდება. თანაც ეს ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარები დამზადებულია საქართველოში. აქვე ვდებ ბრენდის "სათაურსაც", ხანდახან ისე ჭირს ცოტა სხვანაირი საჩუქრის პოვნა ახლობლებისთვის, რომ ვინძლო გამოგადგეთ, წესით ვებგვერდი უნდა ჰქონდეთ.

მასალის გამოყენების პირობები






