ნიკოლოზ რაჭველი „იავნანაზე“, პაატა ბურჭულაძესა და დამკვეთთა მიერ აგორებულ კამპანიაზე
სოც.მედია - 13:12, 30 Jul, 2016     5590
„ჩემი სტატუსი ეხება ფონდ „იავნანას" და მის წინააღმდეგ დაკვეთილ საგაზეთო პუბლიკაციებს“ - ამ სიტყვებით იწყებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ნიკოლოზ რაჭველი და ფონდის მიერ თანხების მითვისების თაობაზე გაზეთში გამოქვეყნებულ ბრალდებებს, წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის „დაძირვას“ უკავშირებს.

ნიკოლოზ რაჭველი: „ძალიან იოლია საკითხში ნაკლებად ჩახედული საზოგადოების დეზინფორმირება, მით უფრო, როდესაც ეგრეთწოდებულ "ჰედლაინების" ქვეშ ხშირად არც კი ვაკვირდებით დეტალებს. პუბლიკაციების ხმაურიანი სათაურები რიგ შემთხვევაში საკმარისია ხოლმე აზრის ფორმირებისთვის. ამიტომ გთხოვთ საკითხის საფუძვლიანად გარკვევის გარეშე არ გამოიტანოთ დასკვნები, ვინაიდან ფონდის მიმართ აგორებული ანტი-პროპაგანდა უშუალოდ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის დაძირვას ემსახურება ძალზედ ბოროტი გზით, მისი წარსული საქველმოქმედო საქმიანობის უგულველყოფით და თანხების მითვისების ბრალდებით.
მე როგორც "იავნანას" ერთგული პარტნიორი და ფონდის აქტიური მხარდამჭერი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველი საგაზეთო პუბლიკაცია, რასაც გულდასმით გავეცანი, არის აგებული სიცრუეზე, ვარაუდებზე და ხელოვნური აჟიოტაჟის გამომწვევ დაუსაბუთებელ ფაქტებზე. ვინ თუ არა მე, ზუსტად ვიცი რა თანხები დაიხარჯა ღონისძიებებზე, რომელთა დაფინანსება წლების მანძილზე მიზნობრივად ხორციელდებოდა სახელმწიფოს ან კერძო სპონსორების მიერ (არა ერთი კონცერტი ან გასტროლი), ღონისძიებები, რომელშიც მეტწილად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული თანხები სტატიებში მოწოდებულია, როგორც ქველმოქმედებისათვის გაღებული შემოწირულობების უკვალოდ გაქრობა. არადა მოხსენიებული ციფრები გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე თუნდაც ამ ზაფხულს სახელმწიფოს გაწეული ხარჯი რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსაყვანად. საქმე იმაშია, რომ თითოეული ღონისძიების და განსაკუთრებით მარათონების დროს მაყურებელთა მიერ გაღებულ შემოწირულობები ყოველთვის ფონდის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდებოდა, ხოლო უშუალოდ კონცერტების თუ გასტროლების დასაფინანსებლად "იავნანა" დამოუკიდებლად ეძებდა და პოულობდა სპონსორებს, რომელთაც რეკლამის ან მეცენატობის ინტერესი გააჩნდათ. მაგრამ ვინაიდან ფონდი იურიდიული პირია და ერთი ძირითადი ანგარიში გააჩნია ქველმოქმედებისათვის გაღებული ფინანსები და ღონისძიებისათვის მოპოვებული თანხები ერთიან შემოსავლად რეგისტრირდება. მხოლოდ შიდა ორგანიზაციის ფუნქცია არის მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. დაკვეთილი საგაზეთო პუბლიკაციების ავტორების მიზანი კი ხალხის შეცდომაში შეყვანაა და მოსაზრების შექმნა, თითქოს "იავნანა" არაკეთილსინდისიერად ხარჯავდა მის შემოსავლებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე გთხოვთ აღნიშნული პუბლიკაციები განიხილოთ, როგორც გარკვეული ძალების ინტერესის შედეგი, რომ პაატა ბურჭულაძე წინა საარჩევნო პერიოდში იყოს დისკრედიტირებული, რადგან მას მაღალი რეიტინგი, ნდობა და ხალხის სიყვარული გააჩნია.
მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკური რეკომენდაციებისგან, უბრალოდ განვიცდი და უზომოდ მტკივა, რომ ფონდის თითოეული თანამშრომელი (განსაკუთრებით მისი სამხატვრო ხელმძვანელი, სიკეთისა და უანგარობის ნამდვილი მაგალითი თეონა ჯორბენაძე) ასეთ განუკითხავობაში თავს დაუცველად, შეურაცხყოფილად და გულნატკენად გრძნობს. ამავე დროს მჯერა, რომ ილია ჭავჭავაძის სიტყვები ამჯერადაც გამართლდება, ნათელს მოჰფენს სიმართლეს და სანთელ-საკმეველი თავის გზას არც ახლა დაკარგავს...
გისურვებთ წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად გადაგორებას პირველ ყოვლისა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და რაც მთავარია ჩვენი ერთსულოვნების და კეთილგანწყობის შენარჩუნებით, რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42