გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკა - 21:17, 29 Jul, 2016     2410

„მცხეთაში, ნამდვილად სულ სხვა მუხტია - შეუძლებელია, როცა ამ მიწაზე დგახარ განსაკუთრებული სიმძაფრით არ იგრძნო, რამხელა ისტორიასა და ტრადიციებს ინახავს ეს ქალაქი, რამხელა კულტურისა და სულიერების, რამხელა ცივილიზაციის წარმომადგენელი ხარ“. – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ მცხეთაში წარმოადგენს დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთსა და სტეფანწმინდაში კი ზაქარია ქუცნაშვილი იქნება.

„აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ შეუძლებელია ამაყი არ იყო, როდესაც ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას კვლავ დაუბრუნდა მცხეთის უნიკალური ისტორიული ძეგლები. ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ამბავი“- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მოსახლეობას მთავრობის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„მარტო მცხეთა-მთიანეთში არაერთი სერიოზული პროექტი განვახორციელეთ: რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება პროექტ „სინათლე ყველა სოფელს“-ში, რომლის ფარგლებშიც ელექტროფიცირდა უშუქო სოფლები, წლის ბოლომდე კი, დასრულდება კიდევ რამდენიმე ოჯახის ელექტროფიცირება; ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება.

პრემიერმა ისაუბრა მეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად ამოქმედებულ პროგრამებზე, რომელთა ფარგლებშიც, გაიხსნა და გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები. გიორგი კვირიკაშვილმა, მოსახლეობას,სიტყვით გამოსვლისას, მაღალ მთაში სტიქიური უბედურებებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

„დარიალის ხეობაში ჩვენ დავამონტაჟეთ თანამედროვე სასიგნალო სისტემა. სწორედ ამ სიგნალის წყალობით მოვახერხეთ ხალხის დროულად ევაკუაცია და სიცოცხლის გადარჩენა სტიქიის ბოლო შემოტევის დროს.“ - აღნიშნა პრემიერმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მთის კანონის მიღების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთის კანონის წყალობით, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით კი უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები.

„ საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან განსაკუთერებული ყურადღების შედეგად უნდა მივაღწიოთ იმას რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და რა თქმა უნდა - მთა არ უნდა დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მოწყობის მნიშვნელობაზე, რამაც გაზარდა ტურისტული სეზონის ხანგრძლოვობა და რამაც ადგილობრივ მოსახლეობას მეტი სარგებელი მოუტანა. ასევე ისაუბრა ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა, არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა.

„ეს, ნამდვილად, საამაყო პროექტია. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომ არხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს. აი ეს არის ჩაყრილი ფუნდამეტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მომავალ 4 წელიწადში კიდევ უფრო მაშტაბური საქმეები წამოვიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას! ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, რომ არჩევნებში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“ - განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გამოსვლამდე, მცხეთელებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიმართა.

"არსად ისე არ ტრიალებს თავისუფლების სული, როგორც აქ, ამ უძველეს მიწაზე, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის". ვიცე პრემიერმა 4 წლის მანძილზე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორისაა მთის კანონი, რითაც მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია მთის ხალხს. "ჩვენ ავღორძინებთ მთასაც და ბარსაც, დავიცავთ მემკვიდრეობას მამა-პაპათა ტრადიციებს, ჩვენ ერთად ვიყავით 4 წლის წინაც და დღესაც ერთად ვართ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42