,,ტყუილია ის, რასაც ბატონი ვოლსკი აცხადებს, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ და პრეზიდენტს რომც მოეწოდებინა, შს სამინისტროს უნდა დაეჯერებინა არა პრეზიდენტისთვის არამედ კანონმდებლობისთვის, რომელიც ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება აკრძალულია. გარდა ამისა, უცნაურია, როდესაც დეპუტატი, რომელსაც კონსიტიტუციურად ეკისრება აღმასრულებელი ხელისუფლების და ამ შემთხვევაში, შს სამინისტროს კონტროლის ფუნქცია, გამოდის როგორც კანონდარღვევის წამახალისებელი და არა როგორც მაკონტროლებელი ფუნქციის მატარებელი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დამატებითი წახალისებები საჭირო არ არის, ამ საქმეში ისედაც არის არაერთი კანონდარღვევა. უცნაურია მაგრამ მაინც მიწევს ანბანური ჭეშმარიტების გამეორება, რომ პირი ასჯერაც რომ იყოს ნასამართლევი, მასთან მიმართებაში ისევე უნდა დავიცვათ ყველა უწყებამ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როგორც სხვა ნებისმიერ პირთან მიმართებაში“ - განაცხადა კახა კოჟრიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






