საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს პოლიტიკურ ხაზზე გავლა თუმცა ჩვენ ეს ხაზი არასდროს გადაგვიკვეთავს - მაია კოპალეიშვილი
პოლიტიკა - 18:27, 29 Jul, 2016     2875

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის ღია განხეთქილება და დაპირისპირებაა. დღეს ხუთმა მოსამართლემ ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა მიმართვა სასამართლოს თვმჯდომარისადმი, რომელშიც სასამართლოს ფუნქციონირების და მართვის მეთოდები გააკრიტიკა.

მოსამართლე კოპალეიშვილისთვის განცხადების შინაარსი გაუგებარი და მიუღებელია და ამბობს, რომ კოლეგებს არ უთქვამთ მისთვის რომ განცხადების გავრცელება სურდათ.

„არავითარი ზეწოლა, ჩემზე ჩემ ოჯახის წევრებზე ჩემს მეგობრებზე არ მომხდარა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ჩემ მეგობრებზე კოლეგებზე არ ყოფილა მსგავსი ფაქტები.

როცა საქმეს დაჩქარებული წესით იხილავ, ეს მაინცდამაინც არ მიანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკური, ეს შეიძლება მიანიშნებდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გადარჩენას, საჩქაროობას და ა.შ. ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლო შექმილი. საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს პოლიტიკურ ხაზზე გავლა თუმცა ჩვენ ეს ხაზი არასდროს გადაგვიკვეთავს.

აქ იმიტომ ვარ მე პირადად მოსული რომ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. თუნდაც მე თუ მივაწოდებ გამოძიებას ინფორმაციას რომელიმე მოსამართლის შესახებ და თუ ვინმე ამას უარყოფს, ნურავინ ნუ მიეცემა ბედნიერებას, თურმე ეს ვერ დასტურდებაო. მორალური სიმტკიცე და შინაგანი თავისუფლება უნდა ჰქონდეს მოსამართლეს. მაგრამ თუ მოსამართლე ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ იყო ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

მე კოლეგებთან მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ მათ ამის შესახებ არ უთქვამთ რომ განცხადების გავრცელებას აპირებდნენ. ჩემთვის მოულოდნელი იყო. მოსამართლემ ცალკეულ სუბიექტურ მოსაზრებებს მართლმსაჯულება არ უნდა გადააყოლოს. სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ჩვენ დაველოდოთ პროკურატურის შედეგებს. სამართალდამცავ სტრუქტურებს პატივს ვცემ, ხოლო გამოძიებას სჭირდება დრო,"- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42