თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა
პოლიტიკა - 15:36, 29 Jul, 2016     1218
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომამ რეკომენდაციები გამოსცა.

უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავს შემდეგი რეკომენდაციით:

„პოლიტიკურმა პარტიებმა გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისაგან კონტრაგიტაციის, შეფასებების გაკეთების თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით, რათა გამოირიცხოს პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირება, და კანდიდატებმა შეფერხების გარეშე შეძლონ ამომრჩეველთან კონტაქტი“.

ასევე, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ „პოლიტიკურმა პარტიებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა“.

უწყებათაშორისი კომისია აღნიშნავს, რომ „აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“.

უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა ბეჭდური სააგიტაციო მასალის განთავსების შესახებაც. კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს: „იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილ იქნეს, თანაბარი პირობებით განათავსონ ბეჭდური სააგიტაციო მასალა, პოლიტიკურმა პარტიებმა თბილისის მასშტაბით იმოქმედონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №16-38 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სააგიტაციო მასალისათვის გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)“.

კომისია რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც და მიმართავს: „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რათა ადგილობრივ დონეზე თანაბარი პირობებით შეძლონ პოლიტიკურმა პარტიებმა მათი სააგიტაციო მასალის განთავსება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების დაწესება და მათ შესრულებაზე კონტროლი“.

უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. მისი მიზანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42