,,გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნაწილდება ,,ოცნებასა“ და ,,ნაციონალებს“ შორის ან რჩება სახლში“ - შაშკინი NDI-ის კვლევაზე
პოლიტიკა - 12:56, 29 Jul, 2016     2550

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მეტი მხარდაჭერა.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 17% ქართულ ოცნებას, ხოლო1 13% ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა ხმას. NDI-ის კვლევის თანახმად, 4%-იანი მხარდაჭერა აქვს პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის და 3% - პატრიოატთა ალიანსს.

აღნიშნული კვლევის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელმაც ორ ძირითად ფაქტორს გაუსვა ხაზი ჩვენთან საუბრისას. შაშკინის განცხადებით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ხმები თუ ისინი ჩამოყალიბდებიან, გადანაწილდება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში.

„მე გამოვყოფ ამ კვლევაში ორ მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი არის ის, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ხდება კრისტალიზაცია პოზიციების გადაწყვეტილ ამომრჩვლებში. ანუ მათ ვინც გადაწყვიტეს ვის აძლევენ ხმას, ამ ამომრჩევლებისთვის აშკარად არის ორი პარტია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ანუ მათი არჩევანის კრისტალიზაცია ხდება ორი თვით ადრე და დანარჩენი პოლიტიკური პარტიები იბრძვიან 5%-იანი ბარიერის ზღვარზე.

მეორე არის ის, რომ ქვეყანაში არის ძალიან დიდი ბლოკი იმ ელექტორატის, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. დაახლოებით ნახევარი ამომრჩევლისა ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას. ნურავის ნუ გონია, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გადანაწილდება სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ახლა ან არ ჩანან ან არიან 5%-იან ზღვარზე. ეს ამომრჩეველი ან დარჩება სახლში, ან ეს გადანაწილდება „ნაციონალური მორაობის“ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს ხალხი არის გადაუწყვეტელი იმის გამო, რომ ამ წუთისთვის არცერთი პოლიტიკური პარტია არ აძლევს მათ საბაბს დაუჭირონ მხარი.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ იზიარებენ პოზიციებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ქვეყანაში, სადაც 50 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის ვის მისცემს ხმას, მეტყველებს იმაზე, რომ ის პოლიტიკური მესიჯები, რომელიც ახლა ჟღერს, ამ ხალხზე არ მუშაობს, ისინი ელიან უფრო მკვეთრ, ნათელ მესიჯებს, რომელიც მათ დაარწმუნებს, რომ მათი მომავალი არის იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც ამ მესიჯებს გააჟღერებს. გადაუწყვეტელი ხმების ძირითადი ნაწილი ნაწილდება ორ ყველაზე დიდ ბრძოლაში მყოფ სუბიექტს შორის ან რჩება სახლში“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42